სტიქია თბილისში

შს მინისტრი ერთი ადამიანის დაღუპვას ადასტურებს

ვახტანგ გომელაური
ტაბულა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სტიქიის შედეგად ერთი ადამიანის დაღუპვას ადასტურებს. როგორც მინისტრმა რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა, ერთი ადამიანი წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერის შედეგად დაიღუპა. 7-8 ადამიანი დაშავდა. მისი თქმით, დაშავებულთა შორის არიან აშშ-ის მოქალაქეები.

მინისტრის თქმით, დაკარგულია ხუთი ადამიანი. გომელაურმა არ დაადასტურა ცნობები პოლიციელთა და მაშველთა შორის მსხვერპლის შესახებ.

გომელაურმა აღნიშნა, რომ მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, პოლიციას ზოიოპარკიდან გაქცეული რამდენიმე ცხოველის ლიკვიდაცია მოუხდა. 

 

 

კომენტარები