თამაზ ელიზბარაშვილის ცხოველების თავშესაფარი სტიქიამ მთლიანად გაანადგურა. ამის შესახებ თავშესაფრის Facebook-ის გვერდზეა აღნიშნული.
„უამრავი შეტყობინება და ზარია, იმასთან დაკავშირებით, მსხვერპლი რამდენია. გეტყვით, რომ თავშესაფარი აღარ არსებობს, იქ ადიდებული ვერე მძვინვარებს. ყველა დათვი დაიხრჩო! ჩვენმა თანამშრომლებმა თავი გადაირჩინეს და ამ წუთებისთვის სასაფლაოს გზით ჩამოდიან რამდენიმე ძაღლთან ერთად.სხვა დანარჩენს მოგვიანებით გაცნობებთ!" - წერია თავშესაფრის Facebook-ის გვერდზე.





