ძლიერი წვიმის გამო თბილისის ცენტრალური უბნების ნაწილი დაიტბორა. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ცნობით, დატბორილია ფიროსმანის, ნიკოლაძის, წინამძღვრიშვილის, კოსტავას ქუჩები. ასევე ვაკის საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორია.
წვიმის გამო ჩამოინგრა კაზინო ევროპის კედელი, სადაც მაშველები მუშაობენ. სამაშველო სამსახური მუშაობს ფილარმონიასთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელშიც.
სამაშველო სამსახურის ცნობით, მოქალაქეთა ზარები ძირითადად ცენტრალური უბნებიდან არის შესული, სადაც დატბორილია მიწისქვეშა გადასასვლელები, ჩამონგრეულია კედლები. მაშველების ინფორმაცით, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სარდაფი წყლით გაივსო. სარდაფიდან მოქალაქის ევაკუაცია წარმატებით განხორციელდა.





