ტერორიზმი

ობამა: ვაშინგტონს ისლამისტებთან ბრძოლის სტრატეგია ჯერჯერობით არ გააჩნია

worldtribune.com

შეერთებულ შტატებს ისლამური სახელმწიფოსგან ერაყის გათავისუფლების ჩამოყალიბებული სტრატეგია ჯერჯერობით არ გააჩნია, - ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა დიდი შვიდეულის სამიტზე განაცხადა. სამიტის კულუარებში იგი ერაყის პრემიერ ჰაიდერ აბადის შეხვდა.

ობამას განცხადებით, შეერთებული შტატები მზადაა, ერაყელი სამხედროების მომზადების პროგრამა გააფართოოს. მისი თქმით, ერაყის არმია და მოხალისეები ისლამისტებთან ბრძოლაში წარმატებას აღწევენ, მაგრამ ეს ისე სწრაფად არ ხდება, როგორც სასურველი იქნებოდა.

გუშინ ერაყის არმიამ დედაქალაქიდან ჩრდილოეთით მდებარე ბეიჯის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოსთვის ბრძოლაში წარმატებას მოაღწია. პენტაგონის ცნობით, ერაყელმა სამხედროებმა ქარხნის გარშემო ალყა გაარღვიეს და ისლამისტებს უკან დაახევინეს. 

კომენტარები