ტერორიზმი

ავღანეთში სასტუმროზე თავდასხმას საქველმოქმედო ორგანიზაციის 9 წევრი ემსხვერპლა

BBC

ავღანეთში შეიარაღებული პირების სასტუმროზე თავდასხმას ჩეხეთის საქველმოქმედო ორგანიზაციის 9 თანამშრომელი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, თანამშრომლებზე თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც მათ ეძინათ.

თავდამსხმელთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

საქველმოქმედო ორგანიზაცია ავღანეთში 2002 წლიდან მუშაობს.

კომენტარები