აბსოლუტურად პატიოსნად, გულწრფელად გპასუხობთ - ჩვენ არასოდეს, ამ ოთხ პოლიტიკოსთან, არც ერთთან, არ გვქონია არც ორგანიზაციული, არც პოლიტიკური, არც სხვა რამე სახის მოლაპარაკება, კონტაქტი, შეხება და ასე შემდეგ. პიროვნულ მეგობრობაზე არ ვლაპარაკობ... როდესაც ღირებულებები ერთმანეთს ემთხვევა, თუ სადღაც გზის ბოლოს რაღაცაზე ლაპარაკი დაიწყო და ერთ თემაზე, ერთ მოტივზე დავიწყეთ ლაპარაკი, რა უდგას წინ [თანამშრომლობას]. ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი უკვე არ არის, ადამიანი ლიბერალია თუ სოციალ-დემოკრატი, რამდენადაც, როგორ უყურებს ის ოთხ მთავარ პრობლემას, რომელიც ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას - ტერიტორიული მთლიანობა, ევროპული ინტეგრაცია, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ნორმალური, დემოკრატიული, ფუნქციონირებადი, ეფექტური სახელმწიფოს მშენებლობის გაგრძელება.
tbl.ge/tx1
დაკოპირდა

განაცხადა საზოგადოება ივერიას დამფუძნებელმა გრიგოლ ვაშაძემ რუსთავი 2-ის ეთერში. გადაცემა არჩევანის წამყვანმა მას ჰკითხა, ხომ არ იგეგმება ენმ-ის ყოფილი წევრების გადასვლა საზოგადოება ივერიაში.
ამავე თემაზე
- "ფიქრის და მოლაპარაკების ეტაპია" – ჟორჟოლიანი სააკაშვილის განცხადებაზე
- სააკაშვილი: შევთანხმდით, პარტიაში შემოვიერთოთ ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი შესანიშნავი გუნდი
- ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს - ცისკარიშვილი მელიას
- ენმ: წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას რუსეთი გამოიყენებს
- ხაბეიშვილი ზურაბიშვილზე: უნდა ვუთხრათ სალომეს, რომ ცოტა აზრზე მოვიდეს




