ტარიფების ზრდა

ცისკარიშვილი: ელექტროენერგიასა და გაზზე ტარიფების ზრდა გარდაუვალია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ელექტროენერგიასა და გაზზე ტარიფების ზრდა გარდაუვალია - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, კურიერში განაცხადა.

ცისკარიშვილის თქმით, ჯანსაღი ეკონომიკური გათვლებიდან გამომდინარე, ზემოხსენებულ პროდუქციაზე ფასები აუცილებლად გაიზრდება, რის შემდეგაც მთავრობას ორი გამოსავალი დარჩება - ან თითოეულმა მომხარებელმა გადაიხადოს გაზრდილი საფასური, ან გადასახადი ბიუჯეტმა დაფაროს.

"ელექტროენერგიასა და გაზზე ჯანსაღი ეკონომიკური გათვლებიდან გამომდინარე ტარიფების ზრდა გარდაუვალია. გაზი პრაქტიკულად მთლიანად და ელექტროენერგიის ნაწილი შემოგვაქვს იმპორტზე, ვყიდულობთ დოლარში, დოლარი გაძვირდა, შესაბამისად ეს პროდუქციაც გაძვირებულია .

აქედან არსებობს ორი გზა, ამას ან გადაიხდის თითოეული მომხმარებელი ან გადაიხდის ბიუჯეტი. თუ ბიუჯეტი გადაიხდის მაშინ, ასე ვთქვათ შედარებით შენელებული მოქმედების ნაღმი გვექნება, რომელიც ერთ დღეს აფეთქდება და აუცილებლად ძალიან მტკივნეულად. თუ ჩვენ გადავიხდით, ეს დაარტყამს ჩვენს ჯიბეს. გაძვირება გარდაუვალია, უბრალოდ ახლა მათ პრიორიტეტზეა საუბარი, ორი ცუდიდან რომელ უარესს აირჩევენ", - განაცხადა ცისკარიშვილმა.

კომენტარები