საქართველოს ეკონომიკა

მშპ ერთ მოსახლეზე გაიზრდება, რის მიზეზსაც ეკონომიკური ზრდა არ წარმოადგენს

yalt.crcna.org/

წელს საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტად გაიზრდება, ვიდრე ეს წინასწარი პროგნოზით იყო ცნობილი. ამის მიზეზს არა ეკონომიკური ზრდა, არამედ მოსახლეობის რაოდენობის 14%-ით შემცირება წარმოადგენს. 

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2015 წლის პირველი იანვრისთვის სულ 3.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, რაც მოსახლეობის წინა აღწერასთან, ანუ 2002 წელს დაფიქსირებულ 4.4 მილიონთან შედარებით, 14%-ით ნაკლებია. გასული 12 წლის მანძილზე საქსტატი მოსახლეობასთან დაკავშირებულ სტატისტიკას 2002 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით ითვლიდა. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, საქსტატი როგორც წლევანდელი, ისე გასული წლების სტატისტიკური მონაცემების შეცვლას დაიწყებს. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ მოსახლეზე 2015 წელს $13.3 მილიარდი ანუ 29 მილიარდი ლარი იქნება, ერთ მოსახლეზე კი - $3.087, თუმცა, მოსახლეობის რაოდენობის შემცირების გამო ეს რიცხვი უნდა გაიზარდოს. 

ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით, საქართველო ჯერ კიდევ საშუალო და დაბალშემოსავლიანი ქვეყნების რეიტინგში იმყოფება. იმისთვის, რომ საქართველო ზედა საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდეს, მშპ ერთ სულ მოსახლეზე $6 ათასი მაინც უნდა იყოს. 

საქართველოში არსებული სავალუტო კრიზისის გამო აშშ დოლარში გამოსახული მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა წელს $3 მილიარდით შემცირდება და $16 მილიარდის ნაცვლად $13.3 მილიარდი იქნება.

კომენტარები