რუსულმა სახელმწიფო ინტერნეტ ცენზორმა Roskomnadzor-მა ინტერნეტში ცნობილი ადამიანების ფოტოსურათებისთვის ტექსტის მიბმა ანუ Meme-ს შექმნა და მისი გამოქვეყნება აკრძალა. Roskomnadzor-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხშირად Meme-ები ცნობილი ადამიანების ღირსებას შეურაცხყოფენ. რეგულაციები უცხოურ საიტებსაც შეეხება, რომლებმაც შერჩევით Meme-ს შემცველი კონტენტი რუსეთში უნდა დაბლოკონ, საწინააღმდეგო შემთხვევაში, რუსეთი უფლებამოსილია დაბლოკოს მთელი საიტი - ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი აქვეყნებს.
აიკრძალება იმ Meme-ების შექმნა და გავრცელება, რომლებსაც თავად იმ ცნობილ ადამიანებთან, რომელთა სურათებზე დაყრდნობითაც არიან შექმნილნი, არ აქვთ კავშირი.
ინტერნეტ სივრცე რუსეთში მთელი რიგი რეგულაციებით კონტროლდება. ახალი რეგულაციებით წელს ყველა საიტმა, რომლის მომხმარებლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან, ამ მომხმარებლების შესახებ ინფორმაცია რუსეთში მდებარე სერვერებზე უნდა განათავსონ.