ესტონეთის პრეზიდენტის ინტერვიუ

ესტონეთის პრეზიდენტი: ევროპა არ არის მზად რუსულ აგრესიაზე რეაგირებისთვის

Slate

"ევროპა არ არის მზად რუსულ აგრესიაზე რეაგირებისთვის", - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესმა ლატვიურ გამოცემა დელფისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ილვესმა უკმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ NATO-ს უელსის სამიტის გადაწყვეტილებების მიუხედავად სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შესახებ, ბევრი ევროპული ქვეყანა თავდაცვის ხარჯებს ამცირებს. მისი თქმით, თუ საბჭოთა კავშირის არსებობის დროს დასავლელმა ლიდერებმა იცოდნენ, რა რეაქცია უნდა ჰქონოდათ მოსკოვის აგრესიულ ქმედებებზე, ახლა ევროპის ქვეყნებმა არ იციან რა გააკეთონ, როდესაც რუსეთი სხვა ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიას ახორციელებს. თუმცა, ილვესის თქმით, მას არ ეშინია, რომ რუსეთი ბალტიის ქვეყნებში უკრაინის სცენარით იმოქმედებს.

კომენტარები