უზენაესი სასამართლო

ვაშაძე: იფიქრეს, იფიქრეს და შევარდნაძის პერიოდის მოსამართლეს ჩააბარეს სისტემა

BPN.GE

“ვფიქრობ, რომ სრულიად განსხვავებული ადამიანი სჭირდება სასამართლო ხელისუფლებას“, - ასე გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ვაშაძე საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ მოსამართლეთა კორპუსისთვის უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის წარდგენას.

ვაშაძის თქმით, ხელისუფლებამ სასამართლო სისტემა შევარდნაძის პერიოდის მოსამართლეს ჩააბარა. ენმ-ის წევრმა ასევე დაამატა, რომ უმთავრესია, მოსამართლის მიმართ ნდობა არა მარტო ქართულ ოცნებას, არამედ საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას ჰქონდეს.

“იფიქრეს, იფიქრეს, იარეს, იარეს და ისევ და ისევ შევარდნაძის პერიოდის მოსამართლე მოძებნეს, რომელსაც ჩააბარეს მთელი სასამართლო სისტემა. ვფიქრობ, რომ სრულიად განსხვავებული ადამიანი სჭირდება სასამართლო ხელისუფლებას, რომელიც მაინცდამაინც არ იქნება მისი წიაღიდან. შეიძლება, იყოს გარედან და იქნება მართლაც მაღალი რანგის პროფესიონალი და რომლის მიმართ ნდობა ექნება აბსოლუტურად ყველას, არა მარტო ქართულ ოცნებას, არამედ საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი მარგველაშვილმა მოსამართლეთა კორპუსს ნინო გვენეტაძე დღეს წარუდგინა. საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, დღეს ქართულ მართლმსაჯულებას ისტორიული პერიოდი აქვს. 

კომენტარები