მანქანების რეექსპორტი

გაბაშვილი: მიხედოს მთავრობამ აზერბაიჯანში მანქანების რეექსპორტზე მომუშავეებს

ათასობით ადამიანი მუშაობს მანქანების აზერბაიჯანში რეექსპორტზე. შეექმნათ ორი პრობლემა. ერთი - რომ აზერბაიჯანი რაღაცა წლის მერე მანქანებს არ უშვებს თავისთან და მეორე - სახელმწიფო არიცხავს ამ ადამიანებს ჯარიმას იმიტომ, რომ მათ შეექმნათ ეს პრობლემა. ჯერ არაფორმალურად, მერე ფორმალურად ვეხვეწებით მთავრობას, მიხედეთ ამ ხალხს, ათასობით ოჯახი არის. ან აზერბაიჯანს დაელაპარაკეთ, რომელიც ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე და მეგობარია, დაელაპარაკეთ საგამონაკლისო წესზე. ან ამ ადამიანებს ეს ჯარიმები მოუხსენით. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გოკა გაბაშვილი გადაცემა "არჩევანში".

კომენტარები