გიგი უგულავას საქმე

TI: უგულავას პატიმრობაზე აშშ-ის საელჩოს განცხადების სულისკვეთებას ვიზიარებთ

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებაზე აშშ-ის საელჩოს განცხადების სულისკვეთებას იზიარებს. ამის შესახებ ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა ტაბულას განუცხადა. მისივე თქმით, ორგანიზაცია უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებაზე განცხადებას მალე გაავრცელებს.

საქართველოში ამერიკის საელჩოს განცხადებით, თბილისის მერის გიგი უგულავას მიმართ წარდგენილი ახალი ბრალი წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ლიმიტისათვის გვერდის ავლის მცდელობას ჰგავს.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეიმედში შეჭრის საქმეზე ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს ახალი ბრალი წაუყენა. 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეიმედში შეჭრის საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს ბრალდება დაუზუსტდათ, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და გიორგი უგულავას კი დაუმძიმდათ.

კომენტარები