ახალი დეპარტამენტი პროკურატურაში

თავისუფალი დემოკრატები პარლამენტში მთავარი პროკურორის მისვლას ითხოვენ

თავისუფალი დემოკრატები პარლამენტში მთავარი პროკურორის მისვლას ითხოვენ. ეს საკითხი მათ გუშინ ბიუროს სხდომაზეც დააყენეს. ოპოზიციურ პარტიას გიორგი ბადაშვილთან კითხვები პროკურატურაში შექმნილ ახალ დეპარტამენტთან დაკავშირებით აქვს.

პროკურატურის ინფორმაციით, დეპარტამენტმა სამართალწარმოების პროცესში დაშვებული დანაშაულები უნდა შეისწავლოს. თავისუფალი დემოკრატების ინიციატივას ნაციონალურ მოძრაობაშიც იზიარებენ, მმართველ გუნდში კი გიორგი ბადაშვილის პარლამენტში მისვლის აუცილებლობას ვერ ხედავენ.

კომენტარები