ჯანდაცვა

სერგეენკო: მედიკამენტებზე ფასების მატების ტენდენცია აღარ არის

ტაბულა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ინფორმაციით, მედიკამენტებზე ფასების ზრდის ტენდენცია შემცირებულია. ამის შესახებ სერგეენკომ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

"ფასების მატების ტენდენცია აღარ არის. პირიქით, გაძვირება შემცირებულია. თუ იყო გამოკვეთილი 15-20%-იანი ზრდა რამდენიმე ასეულ მედიკამენტზე, ახლა ამ ტენდენციამ იკლო. არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის, PSP-ს აშკარად საზოგადოების ინტერესებისკენ გადადგმულ ნაბიჯს. მათ რამდენიმე ათეულ პირველადი მოხმარების მედიკამენტზე ფასი შეამცირეს. ამით გარკვეულ სტაბილიზაციას მივაღწიეთ", - თქვა სერგეენკომ.

კომენტარები