საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF)

გოცირიძე: ჯავახიშვილის ბრალდებაზე IMF-ის პასუხი იყო - გაუფრთხილდით რეპუტაციას

თეორემა/ტაბულა

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებას, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ნაციონალური მოძრაობის მოსყიდულია, შემაშფოთებელს უწოდებს. გოცირიძემ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში ისაუბრა.

"განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ნოდარ ჯავახიშვილის განცხადება, ვინაიდან იგი არის მოქმედი მინისტრის მოადგილე და უცხოელების თვალში, სავალუტო ფონდის თვალში, ის არის მთავრობის წევრი - ადამიანი, რომელიც არის უცხოური დახმარებების და კრედიტების 95%-ის მიმღები. 670 მილიონი დოლარის უცხოური შემოდინებები მსოფლიო ბანკისგან, ევროპის ბანკისგან, აზიის ბანკისგან, სავალუტო ფონდისგან უნდა აითვისოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ან მასთან დაკავშირებულმა ფირმებმა და უცბად სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, რომ სავალუტო ფონდი არის კორუმპირებული და მას მართავენ. ფონდის განცხადება ძალიან მკაცრი იყო, რომ გაუფრთხილდით თქვენს რეპუტაციას", - თქვა გოცირიძემ.

აღსანიშნავია, რომ ნოდარ ჯავახიშვილის ბრალდებას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფიტსმა სრულიად ყალბი უწოდა.

კომენტარები