ხელისუფლებაში ყოფნის მესამე წელია, ვაფრთხილებთ ივანიშვილს, შეწყვიტოს შეგნებულად მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ქვეყანა მიყავს გაღატაკებისაკენ. დღეს უკვე რეალურად დადგა შედეგი, როდესაც ლარის კურსი ასეთ მძიმე მდგომარეობაშია და ნაცვლად იმისა, რომ მთავრობამ გააცნობიეროს თავისი პასუხისმგებლობა და გაიზიაროს თუნდაც ნაციონალური მოძრაობის შემოთავაზებული ანტიკრიზისული გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილები, ცდილობს, გადააბრალოს თავისი შეცდომები სხვას და აიცილოს პასუხისმგებლობა. რაც, ბუნებრივია, კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს მდგომარეობას და გაართულებს ისედაც გაღარიბებული ხალხის ვითარებას.
tbl.ge/smf
დაკოპირდა
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ბარამიძემ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადება შეაფასა, რომლითაც ყოფილმა პრემიერმა სავალუტო კრიზისში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დაადანაშაულა.
ამავე თემაზე
- მაჭავარიანი: ლარის კურსი ისევ დაეცემა და ქვეყანაში ინფლაციის პრობლემა დადგება
- ბესელია: შოკუნიები - ბატონმა ხადურმა ხატოვნად გამოხატა
- არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან ლარი დაიტირეს
- ხადური: არც აქამდე არ ჰქონია ბიუჯეტის ხარჯს გავლენა ლარზე, არც შემდეგში ექნება
- კვირიკაშვილი: ველოდებით, რომ უცხოური ვალუტის შემოდინება აპრილიდან გაიზრდება