ლარის გაუფასურება

ხადური ლარის კურსზე: ვმუშაობთ, რომ პროცესები არ გადაიზარდოს ფასების ზრდაში

ძალიან ბევრი გეგმაა, მათ შორის, ეროვნულ ბანკთან ჩვენ სინქრონულად ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, რომ ერთობლივი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა იყოს თანხვედრაში და არ დავუშვათ ის, რომ ეს პროცესები არ გადაიზარდოს ფასების ზრდაში. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ყველა მეზობელ ქვეყანაში გაუფასურებულია ვალუტა. შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ერთ-ერთმა მთავარმა პარტნიორმა აზერბაიჯანმა ერთი დღე-ღამის განმავლობაში 33.5%-ით გააუფასურა საკუთარი ვალუტა. 

განუცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ლარის კურის ვარდნასთან დაკავშირებით.

კომენტარები