რუსთაველის გამზირზე მდებარე მელიქ აზარიანცის სახლს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ხანძრის შედეგად შენობის ერთი ნაწილი დაზიანდა. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით აწარმოებს, რაც სხვისი ქონების დაზიანებას გულისხმობს.
რუსთაველის 37-ში მდებარე ნაგებობა თბილისური მოდერნის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია, რომელიც 1912-1915 წლებში არქიტექტორი ნიკოლოზ ობოლენსიკის პროექტით აშენდა.




