ტერაქტი პარიზში

პრეზიდენტი: იმედია, ტერორისტთა გაუვნებელყოფა მსხვერპლის გარეშე დასრულდება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საფრანგეთის საელჩოში ფრანგულ ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებული თავდასხმის გამო სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა თანადგომა გამოუცხადა საფრანგეთის მთავრობას, დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ფრანგ ხალხს.

„ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს სახელით, ამ ძნელბედობის ჟამს საფრანგეთს და საფრანგეთის მთავრობას მხარდაჭერა გამოვუცხადეთ; მივუსამძიმრეთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ფრანგ ხალხს. ვიმედოვნებთ, რომ ის, რაც ამ საათებში ხდება - ტერორისტთა გაუვნებელყოფის ოპერაცია - მსხვერპლის გარეშე დასრულდება“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

7 იანვარს, სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები