ზაურაბ ჟვანიას საქმე

ბადაშვილი ჟვანიას საქმეზე: გამოძიებამ არაერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამოავლინა

news.ge

კვირის პალიტრასთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი ამბობს,რომ ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და მას კონკრეტული შედეგებიც აქვს. 

 " წინა ხელისუფლებას პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე წლების განმავლობაში ფაქტობრივად არ გამოუძიებია. დღეს გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და ეს მარტივი არ არის, რადგან ტრაგედიიდან 9 წელი გავიდა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ ზურაბ ჟვანიას პირადი დაცვის წევრები - ხარშილაძე და ძაძამია, ასევე, ექსპერტი ჩაჩუა, რომელთა ქმედებებსაც წინა ხელისუფლებამ არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება. ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების საქმეში გამოძიებამ გამოავლინა არაერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომლებზეც, ბუნებრივია, ამჟამად ვერ ვისაუბრებ. გამოძიების მიმდინარეობის შესახებ სრულად არიან ინფორმირებული ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის ოჯახის წევრები. ისინი ჩართულნი არიან გამოძიების მიმდინარეობაში.",- ამბობს მთავარი პროკურორი. 

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით დაკავებული სამივე ადამიანი თავს უდანაშაულოდ ცნობს. ერთ-ერთ მათგანს ექსპერტ ლევან ჩაჩუას კი 2014 წლის 18 ნოემბერს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. 

კომენტარები