კავშირგაბმულობა

4G ინტერნეტის აუცქიონში მონაწილეობა მხოლოდ ბილაინმა მიიღო

კომუნიკაციების ეროვნული კომისია
www.facebook.com/pages/კომუნიკაციების-ეროვნული-კომისია/

მეოთხე თაობის 4G ინტერნეტის სიხშირეების მოსაპოვებლად აუქციონზე განაცხადი მხოლოდ შპს მობიტელმა, ანუ ბილაინმა გააკეთა. ლიცენზიის საწყისი ღირებულება 50 მილიონ  ლარს შეადგენდა. აუქციონის საბოლოო შედეგები 29 დეკემბერს გახდება ცნობილი. კომისიის წარმომადგენლების განცხადებით აუქციონის სავარაუდო გამარჯვებული ბილაინი იქნება. 

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, რომ იმის მიუხედავად, რომ მაგთისა და ჯეოსელს არ გამოუთქვამთ აუქციონში მონაწილეობის სურვილი, ისინი საკუთარ აბონენტებს 4G ინტერნეტს მაინც შესთავაზებენ, რადგანაც მათ მფლობელობაში არსებული სიხშირეები დამატებითი სიხშირეების მოპოვების გარეშეც 4G ინტერნეტის გავრცელებისთვის საკმარისია. 

მეოთხე თაობის ინტერნეტის დანერგვისთვის ლიცენზიების აუქციონის გამოცხადება რამდენჯერმე შეფერხდა. ბოლოს აუქციონის გამოცხადება ივნისში შემოდგომამდე გადაიდო. სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზარზე 4G ინტერნეტი 2010 და 2012 წლიდან დაინერგა. საქართველოში ლიცენზიების აუქციონზე გამოტანის შეფერხების მიზეზად კომისიაში საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებას ასახელებენ, რომლითაც უნდა განისაზღვროს ერთი კომპანიის მიერ მაქსიმალური რადიოსიხშირის ფლობის რაოდენობა.

მეოთხე თაობის ინტერნეტის სიჩქარე დღეისთვის არსებულ მობილური ინტერნეტის სიჩქარეს რამდენჯერმე აღემატება. 

კომენტარები