სუბარი ნაციონალურ მოძრაობაზე: ომის წაგებისთვის ბოდიშიც კი არ მოუხდიათ

თავდაცვის სამინისტრომ მოიხადა ბოდიში არასწორი განცხადების გამო და პრემიერმაც მისცა შეფასება.რაც შეეხება გადადგომას, ეს არის უბრალოდ აბსურდი და განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს მოთხოვნა იმ ოპოზიციური ძალის მხრიდან მოდის, რომელმაც თავისი მმართველობის 9 წლის განმავლობაში, ვერ შეძლო თავიდან აეცილებინა ომი, 2 დღეში წააგო ომი და შემდეგ ზეიმი მოაწყო რუსთაველზე, ვითომ გამარჯვების და დაკარგული ტერიტორიების აღსანიშნავად. რომლის მთავარსარდალი ფორთხავდა ტალახსა და მტვერში, ბოდიში არ მოუხდია ქართველი ხალხისთვის. რომლის თავდაცვის მინისტრებიდან, ერთი ძებნილია, ერთი ციხეში იჯდა, ერთი ციხეში ზის და მეოთხე ძლივს გადაარჩინეს დაჭერას. და რაზე მელაპარაკებით, რომ არასწორი განცხადების გამო როგორ დგას საერთოდ თავდაცვის მინისტრის გადადგომის საკითხი არვიცი

მთავრობის სხდომის დაწყებამდე სოზარ სუბარი მინდია ჯანელიძის გადადგომის მოთხოვნას გამოეხმაურა.

კომენტარები