ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანამ - შვეიცარიამ "გამოჩენილ ადამიანთა პანელი" (Panel of Eminent Persons) შექმნა, რომელსაც ევროპის უსაფრთხოების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება დაავალა. ჯგუფს, რომელიც 15 წევრისგან შედგება, ელჩი ვოლფგანგ იშინგერი უხელმძღვანელებს. საქართველოდან პანელის ერთ-ერთი წევრი "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" თანადამფუძნებელი სერგი კაპანაძე იქნება.
"ეუთოს აქვს პასუხისმგებლობა, იმუშავოს უსაფრთხოების საკითხებზე, რომელსაც აქვს ნეგატიური გავლენა ჩვენს რეგიონში მყოფ ადამიანთა ცხოვრებაზე. ამ ფონზე, შევქმენი „გამოჩენილ ადამიანთა პანელი" 4 დეკემბერს ბაზელში ეუთოს მინისტერიალზე.
დამოუკიდებელი პანელი შექმნილია, რათა ევროატლანტიკურ და ევრაზიულ რეგიონებში ხელისუფლებებს დაეხმაროს უსაფრთხოების საკითხებში ინკლუზიური და კონსტრუქციული დიალოგისთვის. პანელი გასცემს რეკომენდაციებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აამაღლოს ნდობა, აღადგინოს ჰელსინკის პრინციპების პატივისცემა, გააუმჯობესოს ვალდებულებების განხორციელება.
პანელი ხელს შეუწყობს ინკლუზიურ პოლიტიკურ დიალოგს იმაზე, თუ როგორ მოგვარდეს უსაფრთხოების კრიზისი და აღდგეს თანამშრომლობა ევროპაში, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ უკრაინის კრიზისს. პანელი ხელს შეუწყობს ხელისუფლებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და Think Thank-ების ინტერაქციას. პანელის წინადადებები ეუთოში მინისტერიალის დონეზე განიხილება",-შვეიცარიის პრეზიდენტის წერილში.





