კრიზისი უკრაინაში

პოროშენკო ეუთო-ს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებაში დახმარებას სთხოვს

www.telegraph.co.uk

უკრაინის პრეზიდენტი ეუთოს საგანგებო წარმომადგენელს ჰაიდი ტალიავინის შეხვდა და მოუწოდა, ხელი შეუწყოს იმას, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ხვალიდან ამოქმედდეს. 

პეტრო პოროშენკოს განცხადებით, სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის სხდომა უკრაინის, რუსეთისა და ეუთოს მონაწილეობით რაც შეიძლება მალე უნდა გაიმართოს. როგორც პოროშენკომ ორი დღის წინ განაცხადა, მიღწეულია შეთანხმება სამმხრივი შეხვედრის ხვალ, მინსკში გამართვის შესახებ. თუმცა, სეპარატისტები შეხვედრის გადადებას ითხოვენ. 

კომენტარები