ბათუმში, ე. წ. ხოფას ბაზრობაზე 10-მდე მაღაზია იწვის.
გავრცელებული ინფორმაციით ხანძარი საახალწლო ფოიერვერკების მაღაზიას გაუჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი სხვა მაღაზიებზეც გადავიდა.
ბაზრობის მოვაჭრეები აცხადებენ, რომ გარდა ათი მაღაზიისა, მათ გარშემო არსებულ მაღაზიებში გაფუჭდა პროდუქტი და საფრთხე არსებობს, რომ ხანძარი კიდევ სხვა მაღაზიებსაც გადაედოს. ხოფას მოვაჭრეებს იმ მაღაზიებიდან, რომელთაც ხანძრის საშიშროება ემუქრება, საქონელი გამოაქვთ.





