ზოგადად, ეროვნული ვალუტა ლარი ასახავს ეკონომიკის მდგომარეობას. ის, რომ ლარი უფასურდება, მიუთiთებს იმაზე, რომ საქართველოს ეკონომიკაში სერიოზული პრობლემებია. მოკლევადიან პერსპექტივებში, რისი გაკეთებაც შეიძლება, არის ის, რომ ქვეყანამ დახარჯოს სავალუტო რეზერვები, რომელიც ნამდვილად ეროვნული ბანკის კომპეტენციაა, მაგრამ ეროვნული ბანკი საბოლოო ჯამში კურსს ვერ დაიჭერს. ამას მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება ჰქონდეს ის ეფექტი, რომ ლარის გაუფასურების ტემპი შეანელოს, რომ მოსახლეობაში არ გამოიწვიოს პანიკა. რაც შეეხება იმას, თუ გრძელვადიანად რა არის გასაკეთებელი. კარდინალურად შესაცვლელია ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა. ამ მთავრობის ორწლიანმა პოლიტიკამ მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე. ორი წელია, ზედიზედ ირღვევა ბიუჯეტი და ორი წლის ბოლოს, ლარი უფასურდება. საბოლოო ჯამში, ეს ეკონომიკური ბლოკის მინისტრების პასუხისმგებლობაა, რადგან ეს არის პრობლემები, რომლებიც არსებობს ეკონომიკაში. ეს გამოიხატება იმით, რომ ლარი უფასურდება. ეროვნულ ბანკს მხოლოდ და მხოლოდ კურსის გაუფასურების შენელება შეუძლია და მეტი არაფერი.
tbl.ge/hvs
დაკოპირდა

განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელმა მდივანმა ზურაბ ჯაფარიძემ.
ამავე თემაზე
- შექიმნება "ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" და "ინვესტიციების სააგენტო" – კობახიძე
- კობახიძე: ეკონომიკის განვითარების დონით EU-ს ყველა წევრს ჩამოვრჩებით
- ქვრივიშვილი: Eagle Hills-ის პროექტი ხელს შეუწყობს შრომითი მიგრაციის შემცირებას
- რას უკავშირდება საქსტატის მონაცემებით მშპ-ს 11.1%-იანი ზრდა - ბედინეიშვილის კომენტარი
- იანვარში მშპ-ს 11%-ით ზრდა მანიპულაციის შედეგია – გოცირიძე




