თეორემა

რა შეცვალა ვარდების რევოლუციამ

ვარდების რევოლუციიდან 11 წელი გავიდა.

ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის, სემუელ ჰანტინგტონის განმარტებას თუ დავეყრდნობით, რევოლუცია არის დომინანტი საზოგადოებრივი ღირებულებების, პოლიტიკური ინსტიტუტების და პოლიტიკური კურსის სწრაფი, ძირეული და რადიკალური ცვლილება.

იმისთვის, რომ ეს მოხდეს, მხოლოდ პოლიტიკური სისტემის შეცვლა არ არის საკმარისი, საჭიროა სოციალური ტრანსფორმაცია ანუ საზოგადოების მოდერნიზაცია. ამის გარეშე რევოლუცია არ შედგება – სამხედრო გადატრიალება, აჯანყება, განმათავისუფლებელი ბრძოლა – კი, მაგრამ არა რევოლუცია.

ვინც 2003 წლის 23 ნოემბრის შემდეგ საქართველოში მიმდინარე პროცესებს აკვირდებოდა მოდერნიზაციის ორ, საწყის ეტაპზე ერთმანეთის შემავსებელ, ხოლო მოგვიანებით შეუთავსებელ ფილოფოსიას შენიშნავდა - ეტატისტურს და კერძო ინიციატივაზე დაფუძნებულს. ეს უკანასკნელი გრძელვადიანი ზრდისთვის აუცილებელ ინსტიტუტებსა და კანონებზე ზრუნავდა, ხოლო ეტატისტური შემდეგი არჩევნების მოგებაზე იყო ორიენტირებული და მოდერნიზაციის უფრო ხელშესახები გამოვლინებები აინტერესებდა - გზები, შენობები, ინფრასტრუქტურა.

ვარდების რევოლუციის შედეგად მოსული ხელისუფლების მიერ დატოვებული მემკვიდრეობა ქართულმა ოცნებამ გადაიბარა, რომელიც გასულ პერიოდს სისხლიან 9 წლად მოიხსენიებს და ამ პერიოდის შემოქმეებს სისხლის სამართლებრივად დევნის, თუმცა სარგებლობენ ყველაფერი იმით, რასად ადრე გმობდნენ.

რამდენად რევოლუციური იყო ვარდების რევოლუცია, მოდერნიზაციის რა ეტაპზეა ქართული საზოგადოება - ამ საკითხებზე ილიას უნივერსიტეტის პროფესორს, სიმონ ჯანაშიას ვესაუბრებით.

კომენტარები