თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

მთავარი პროკურორი კანცელარიაში კონსულტაციებს მართავს

მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი

მთავარი პროკურორი კანცელარიაში კონსულტაციებს მართავს. გიორგი ბადაშვილი რამდენიმე წუთის წინ კანცელარიის შენობაში თავის პირველ მოადგილესთან ერთად მივიდა. შეხვედრის დეტალები ცნობილი ჯერ არ არის.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, პროკურორი სავარაუდოდ პრემიერმინისტრს ხვდება და შეხვედრა მიზნად თავდაცვის სამინისტროს თანამშროლების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების შესახებ პრემიიერისთვის ინფორმაციის მიწოდებას ისახავს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საბიუჯეტო თანხების - 4 102 872 ლარის გაფლანგვის ბრალდებით, თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამდებობის პირები დააკავა. გამოძიების ვერსიით, 2013 წელს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის ცნობილი გახდა, რომ სს სილქნეტი, კერძო სამეწარმეო მიზნებისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე, გარკვეული მიმართულებით გეგმავდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანას. მთავარი პროკურატურის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედმა თანამდებობის პირებმა განიზრახეს სს სილქნეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვა. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით , "სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი შესყიდვებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით". რამდენი დღის წინ კი პროკურატურამ ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ბრალი წარუდგინა.

კომენტარები