ქალთა მიმართ ძალადობა

ვიცეპრემიერი კალაძე: ვერ წარმომიდგენია - იყო მამაკაცი და ხელი აღმართო ქალზე

სირცხვილია საქართველოში ქალი მამაკაცის ძალადობისგან დასაცავი რომ გახდა. ვერ წარმომიდგენია - იყო მამაკაცი და ხელი აღმართო ქალზე... არც კი ვიცი როგორ გამოვხატო ის საშინელი განცდა და ემოცია, რაც ბოლო თვეებში, ბოლო დღეებში მომხდარმა არაადამიანური ძალადობის ფაქტებმა გამოიწვია ჩემში. ძნელია დაწერო რამე, როცა აღშფოთების და უსუსურობის განცდაა- რატომ მოკლეს?! თითოეული ჩვენგანი არის ადამიანი, ღირსების მატარებელი და საზოგადოების წევრი. როცა საუბარია ძალადობაზე ოჯახში, ქალებზე ან ბავშვებზე, როცა ხდება მკვლელობა, პირადად ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს სტატისტიკას თუ სოციალურ - საზოგადოებრივ პოზიციას. ადამიანის სიცოცხლე, ქალის სიცოცხლე არის განუზომელი ღირებულება!

ვიცეპრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, facebook-ის პირად გვერდზე ქალთა მიმართ ძალადობის გახშირებულ შემთხვევებს ეხმაურება

კომენტარები