სტიქია

5-ბალიანი შტორმის შედეგად ზღვამ ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ქვები ამოყარა

ბათუმის ბულვარი
fourseasons.com.ge

აჭარის რეგიონში გუშინდელი ღამიდან 5-ბალიანი შტორმი დაიწყო. შტორმის შედეგად ზღვამ ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ქვები ამოყარა. რამდენიმე ხე დაეცა ქობულეთში ძლიერი ქარის შედეგად. 

აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, მამუკა თურმანიძის თქმით ქობულეთში ქარის მიერ მოწყვეტილი ერთერთი ხე თურქეთის მოქალაქის ავტომანქანას დაეცა. თურმანიძე ასევე ამბობს, რომ სტიქიის შედეგად პრობლემები შეიქმნა ქედის რაიონში, თუმცა ამჯერად ის ბოლომდე აღმოიფხვრა. 

სინოპტიკოსების ვარაუდით შტორმი 19 ოქტომბრის საღმაოს უნდა ჩაწყნარდეს და გამოიდაროს. 

კომენტარები