თეორემა

რუსეთზე დაკისრებული სანქციების ეფექტი

ამერიკისა და მისი მოკავშირეების დაბომბვების მიუხედავად, გასული ერთი კვირის განმავლობაში რადიკალმა ისლამისტებმა კიდევ ერთ ბრიტანელს მოკვეთეს თავი და თურქეთ სირიის საზღვარზე მდებარე სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ქურთული ქალაქის, კობანეს ნახევარი აიღეს.

ისლამური ხალიფატის მსგავსად, საერთაშორისო თანამეგობრობა ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობს პუტინის აგრესიის შეჩერებას. რუსეთის წინააღმდეგ ახალ-ახალი ეკონომიკური სანქციების შემოღების პარალელურად დასავლელი ლიდერები აცხადებენ, რომ უკრაინის საკითხს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. მაშინ როცა პუტინი, სამხედრო გზით მოქმედებს.

გადაცემის შემდეგ ნაწილში ჩვენს სტუმრებთან ერთად მიმოვიხილავთ, თუ რატომ არ აღმოჩნდა ეფექტური რუსული ექსპანსიონიზმის შეკავების ობამა-მერკელისეული პოლიტიკა - იმიტომ რომ სანქციები საკმარისად მკაცრი არაა, თუ იმიტომ რომ მხოლოდ ეკონომიკური ზომებით გეოპოლიტიკური პრობლემების გადაჭრა პრინციპულად შეუძლებელია.

სტუმრები: თორნიკე შარაშენიძე, ნიკა რურუა, ირაკლი ფორჩხიძე, ლევან კალანდაძე.

ინტერვიუ ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტთან, დეიმონ უილსონთან.

კომენტარები