აჭარა

მურმან დუმბაძე: არსებობს უამრავი არგუმენტი აჭარის მთავრობის გადასაყენებლად

batumelebi.ge

არსებობს უამრავი სამართლებრივი არგუმენტი, რომლის გამოც აჭარის რეგიონული მთავრობა უნდა გადადგეს - ამბობს მურმან დუმბაძე ქართული ოცნების ოფისში გამართულ პოლიტსაბჭოზე. 

ქართული ოცნების ოფისში გამართული პოლიტსაბჭო აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია ქართული ოცნების წინადადებასთან დაკავშირებით მსჯელობს. პოლიტსაბჭოს სხდომაში მონაწილეობას იღებენ ფრაქცია ქართული ოცნების წევრები აჭარის რეგიონული მთავრობიდან და პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 

მურმან დუმბაძის თქმით, აჭარის უზენაესი საბჭოს ფრაქცია ქართული ოცნების წარმომადგენლებს აქვთ სრული უფლება აჭარის მთავრობის უნდობლობის საკითხი დააყენონ. 

კომენტარები