ომი უკრაინაში

ღარიბაშვილი: საქართველო უკრაინას ჰუმანიტარულ და დახმარებას გაუწევს

საქართველო უკრაინას ჰუმანიტარულ და  დახმარებას გაუწევს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

"უკრაინას დღეს სერიოზული პრობლემები აქვს. ჩვენ მზად ვართ უკრაინას დახმარების ხელი გავუწოდოთ, იქნება ეს ბავშვების და დაზარალებულების საქართველოში გადმოყვანა და მკურნალობა, თუ - ადგილზე ჰუმანიტარული დახმარება" - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ღარიბაშვილის თქმით მისი დავალებით, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო უკრაინაში იმყოფებოდა და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

თავად დავით სერგეენკოს განცხადებით, კიევში ჯანდაცვის სამინისტროში მათ სამი დღის განმავლობაში შეხვედრები ჰქონდათ, სადაც უკრაინელ კოლეგებთან ერთად ჩამოყალიბდნენ რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ. მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩამოყალიბდა საკოორდინაციო ჯგუფი, რომლის მეშვეობითაც ინფორმაციის გაცვლა მოხდება. ასევე შეირჩა უკრაინაში ყველაზე ცხელი წერტილები, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ადამიანებს სამედიცინო დახმარება. მისი თქმით საქართველოდან მედიკამენტები უკრაინაში მომავალ კვირას გაიგზავნება.

სერგეენკოს თქმით საჭიროების შემთხვევაში ქართველი ექიმები უკრაინაში გაემგზავრებიან და კოლეგებს დაეხმარებიან. 

კომენტარები