ომი უკრაინაში

აშშ: რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში ”პირდაპირ ჩაერთო”

პრორუსი სეპარატისტი დონეცკში
REUTERS

აშშ რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში ”პირდაპირ ჩარევაში” ადანაშაულებს, - ამის შესახებ ინფორმაციას dailystar ავრცელებს.

ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელეს, რაც პრორუსმა სეპარატისტებმა უკრაინის ზღვისპირა ქალაქი ნოვოაზოვსკი დაიკავეს. თუმცა ამ ინფორმაციას უკრაინა ოფიციალურად არ ადასტურებს.

”სულ უფრო მეტი რუსი სამხედრო უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში ერთვება”, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა უკრაინაში ჯეფრი პაიატმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა.

მისი განცხადებით, რუსეთმა უკრაინაში უახლესი საჰაერო თავდაცვითი სისტემა გააგზავნა, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში პირდაპირ ჩაერთო.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, კიევის ცნობით, ქვეყანაში დიდი რაოდენობით რუსული რეგულარული სამხედრო ნაწილები შევიდა. გასულ ღამეს, მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა და პრორუსმა მებრძოლებმა უკრაინის ზღვისპირა ქალაქი ნოვოაზოვსკი დაიკავეს. უკრაინული ძალების დიდი ნაწილი დონეცკის ოლქში ალყაში მოექცა.

 

კომენტარები