კრიმინალი

ვაკის აუზთან მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

16 აგვისტოს საღამოს, ვაკის საცურაო აუზთან მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი-2 ავრცელებს.

თვითმხილველების ცნობთ, ML-ის მარკის მანქანაში მყოფ ახალგაზრდას სხვა მანქანიდან ოთხჯერ ესროლეს. თავდამსხმელი მიიმალა. შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.

დაშავებული სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შსს-ს ცნობით, ახალგაზრდა ფეხის არეშია დაჭრილი , ის გადაყვანილია საავადმყოფოში და მისი მდგომარეობა სტაბილურია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

კომენტარები