NATO-საქართველო

ბეილი: უელსის სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთის აგრესია იქნება

www.hughbayley.co.uk

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ჰიუ ბეილის განცხადებით, "საქართველო NATO-ს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს უსაფრთხოების გამყარებაში, რისთვისაც მადლობას გიხდით".

ამის შესახებ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა დავით უსუფაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა და აღნიშნა, რომ მიესალმება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას.

"ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე. უელსის სამიტზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა რუსეთის მხრიდან აგრესიის საკითხი და NATO-ს მხრიდან საპასუხო ნაბიჯები იქნება", - დასძინა ჰიუ ბეილიმ.

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა პრეზიდენტის მეთაურობით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარესა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს. დღესვე, ვიზიტის ფარგლებში, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ასევე, ვიცეპრეზიდენტები დანიელ ბაკელენი და კარლ ლამერსი, ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ხულიო მირანდა-კალჰა, ასამბლეის გენერალური მდივანი დევიდ ჰობსი საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას შეხვდებიან. 

კომენტარები