NATO-საქართველო

დავით უსუფაშვილი NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში შეხვედრები დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჰიუ ბეილი უკვე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შეხვედრისას NATO-ს მომავალ სამიტზე ისაუბრეს.

"ჩვენი მზერა მიპყრობილია NATO-ს უელსის სამიტისკენ, რომელიც სექტემბერში გაიმართება. ჩვენი დღევანდელი მსჯელობა შეეხო სწორედ ამ მოვლენას, ამ ღონისძიებას. ჩვენ გვაქვს ურთიერთგაგება იმაში, რომ ამ სამიტზე უნდა იყოს მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც გააძლიერებს საქართველოს უსაფრთხოებას და რომელიც გააძლიერებს NATO-ს პოზიციებს, როგორც მშვიდობის და სტაბილურობის დამცველის პოზიციებს ჩვენს რეგიონში და არამხოლოდ ჩვენს რეგიონში", - განაცხადა უსუფაშვილმა.

დღესვე, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჰიუ ბეილი, ვიცეპრეზიდენტები დანიელ ბაკელენი და კარლ ლამერსი, ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ხულიო მირანდა-კალჰა, ასამბლეის გენერალური მდივანი დევიდ ჰობსი საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას შეხვდებიან. 

კომენტარები