ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია

ფანჯიკიძე: ყველაფერი კეთდება, რომ 18-ში მოხდეს რატიფიცირება პარლამენტში

facebook.com/maiapanjikidzeofficial

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის თქმით, უკვე მუშაობენ სცენარზე, თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოს პარლამენტში ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება.

ფანჯიკიძის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების რამდენიმე პარლამენტმა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია უკვე მოახდინა. ფანჯიკიძის განცხადებით, თავად ევროპარლამენტიც, როდესაც შეიკრიბება, მალე დაასრულებს ამ პროცესს.

"ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ, რომ ეს მოხდეს ძალიან სწრაფად. ახლა ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ 18-ში მოხდეს რატიფიცირება საქართველოს პარლამენტში. უკვე ვმუშაობთ სცენარზე, როგორი უნდა იყოს ეს. ამის შემდეგ იწყება ამ ხელშეკრულების დროებითი გამოყენება. 1 სექტემბრიდან უკვე ძალიან დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის ამოქმედდება", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

კომენტარები