ერაყი

ერაყში დატყვევებული 16 ქართველი გაათავისუფლეს

ctvnews.ca

ისლამისტი მეამბოხეების მიერ დატყვევებული საქართველოს 16 მოქალაქე თავისუფალია. როგორც ერაყის ეროვნული საინფორმაციო სააგენტო ანტიტერორისტულ ძალებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ქართველები სპეცდანიშნულების რაზმმა გაათავისუფლა და ისინი ბაღდადში გადაიყვანეს. სააგენტო აღნიშნავს, რომ ქართველები ქალაქ მოსულის აეროპორტში მუშაობდნენ.

იმის შესახებ, რომ ერაყის ქალაქ მოსულში ისლამისტმა მეამბოხეებმა საქართველოს 16 მოქალაქე დაატყვევეს, დღეს ჟენევაში გაეროს წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა საკითხებში რუპერტ კოლვილმა განაცხადა.

ერაყში ისლამისტ მეაბოხეებსა და სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. წინა დღეებში ალ ყაიდას მოკავშირე ორგანიზაციის, ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ქალაქები მოსული და ტიკრიტი აიღეს.

კომენტარები