უვადო პატიმრობა

ომბუდსმენი: უვადო პატიმრობამისჯილებთან დაკავშირებით პოლიტიკა გადასახედია

უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის შეფასებით, "უვადო პატიმრობამისჯილ პირებთან დაკავშირებით, პოლიტიკა და სახელმწიფოს დამოკიდებულება გადასახედია". ომბუდსმენის თქმით, ის რამდენჯერმე შეხვდა უვადო პატიმრებს.

"ბევრი ადამიანი ითხოვს განაჩენის გადახედვას. ბევრისთვის არის სასჯელი ძალიან მკაცრი. უნდა აღინიშნოს, რომ საყოველთაო ამინისტია, რომელიც ამოქმედდა, უვადო პატიმრებს არ შეხებია", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

გასულ კვირას, სხვადასხვა ციხეში 50-მდე უვადო პატიმრობამისჯილმა პირმა შიმშილობა დაიწყო.

კომენტარები