ღარიბაშვილი ყოფილ პრეზიდენტს პლანტაციაში მუშაობას ჰპირდება

ღარიბაშვილმა მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა მოიყვანოს და პლანტაციაში ამუშავოს. 

თინა ხიდაშელის შეფასებით, პრემიერს სამარცხვინო არაფერი უთქვამს. 

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ პარტიის წევრების მიმართ ფიზიკურ ძალადობას თან აგრესიული რიტორიკა ახლავს.

წინასაარჩევნო შეხვედრებზე პრემიერმინისტრი მმართველი პარტიის შესაძლებლობების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქართულ ოცნებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სერიოზული გამარჯვება სჭირდება. როგორც პრემიერი ამბობს, მმართველი პარტია არც ერთ რაიონში არ უნდა დამარცხდეს. 

საპარლამენტო უმცირესობაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას არ დაუშვებს.

ნინო ბურჯანაძის აზრით, კი პრემიერის განცხადება ადგილობრივი თანამდებობის პირისთვის და პოლიციისთვის არჩევნების გაყალბების შესახებ პირდაპირი დავალება იყო.
საპარლამენტო უმრავლესობაში ბურჯანაძის შეფასება არ უკვირთ და აღნიშნავს, რომ ყოფილი ხელისუფლება მსგავსი განცხადებებით პოლიციას, გამგებლებსა და რწმუნებულს დავალებას აძლევდა.

კომენტარები