დსთ-უკრაინის ურთიერთობა

უკრაინა დსთ-ს დატოვებს

უკრაინა დსთ-ს დატოვებს - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა, ანდრე პარუბიიმ განაცხადა.

უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ოფიციალური კიევი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოსვლის პროცესს დაიწყებს.

”სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, არა მხოლოდ შევწყვიტოთ დსთ-ს ხელმძღვანელობა, არამედ გამოვიდეთ მისი რიგებიდან”, - განაცხადა პარუბიიმ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ უკრაინამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2014 წლის ბოლოდან დსთ-ის ხელმძღვანელობაზე უარს ამბობდა.
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა 1991 წლის 8 დეკემბერს რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა.

დსთ-ში ცხრა პოსტსაბჭოთა ქვეყანა: აზერბაიჯანი, ბელარუსი, თურქმენეთი, მოლდოვა, სომხეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთია გაერთიანებული. 

კომენტარები