ლომჯარია: ვერ ვიგებთ, ბიუჯეტიდან რატომ მიემართება ამდენი თანხა პრემიებზე

netgazeti.ge

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ პრემიებთან დაკავშირებული საკითხები დაურეგულირებელია. მისი თქმით, არათანაზომიერია სხვადასხვა მოხელეების პრემიების ოდენობა და გაუგებარი რჩება, რა პრინციპით ნაწილდება პრემიებზე გამოყოფილი თანხები.

"პირველ რიგში გამოვყოფდი იმას, რომ წლების განმავლობაში საკითხი სრულიად გაუმჭირვალე იყო. არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობდნენ, მოეპოვებინათ ინფორმაცია სხვადასხვა საჯარო მოხელეებზე გაცემული პრემიების ოდენობის თაობაზე. თუმცა, სამწუხაროდ, წინა წლების პრაქტიკამ აჩვენა, რომ სასამართლოც კი იკავებდა პოზიციას, რომ ეს იყო პერსონალური მონაცემები და ვითომდა პერსონალური მონაცემების დაცვით, წლების განმავლობაში არ გვქონდა ინფორმაცია, ვინ რა ოდენობის პრემიას იღებდა. ამ ეტაპზე გამჭვირვალობის პრობლემა ნაკლებად არის, თუმცა ვხედავთ, რომ საკითხი ნამდვილად დაურეგულირებელი რჩება. არათანაზომიერია სხვადასხვა მოხელეების პრემიების ოდენობა, ვერ ვიგებთ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადებიდან რატომ მიემართება ამდენი თანხა სწორედ პრემიებზე და რა დამსახურების მიხედვით", - აღნიშნა ლომჯარიამ.

კომენტარები