კრიზისი უკრაინაში

ლავროვმა აშშ-ს მოუწოდა, გამოიყენოს მისი გავლენა კიევის რეჟიმზე

ჯონ კერი და სერგეი ლავროვი
Reuters

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის სთხოვა, აიძულოს უკრაინის ხელისუფლება, შეაჩეროს სამხედრო ოპერაცია ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში.

"მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდა, გამოიყენოს მისი ყველა გავლენა კიევის რეჟიმზე, რომელმაც საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა, უკრაინის ხელისუფლებამ სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დაუყონებლივ შეაჩეროს სამხედრო ოპერაციები, გაიყვანოს ჯარები და გაათავისუფლოს აქტივისტები", - წერია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ლავროვი ასევე ესაუბრა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე დიდიერ ბურკჰალტერს. "სერგეი ლავროვმა მოუწოდა ბურკჰალტერს, გამოიყენოს ეუთოს პოტენციალი და ზეგავლენა მოახდინოს კიევზე, რომ უკრაინის ხელისუფლებამ შეაჩეროს სამხედრო ოპერაცია სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონის მოსახლეობაზე", - წერია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლავროვმა კერისთან საუბარში აღნიშნა, რომ რეპრესიები სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში ქვეყანას სამოქალაქო ომისკენ უბიძგებს.

 

კომენტარები