უკრაინის კრიზისი

ეუთო - უკრაინაში გატაცებულთა შორის ოთხი ქვეყნის მოქალაქეები არიან

უკრაინაში მოქმედი ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, სლავიანსკში პრორუსული შეიარაღებულ დაჯგუფების მიერ გატაცებული პირები ეუთოს მისის თანამშრომლები არ არიან და მისიის ყველა წევრი უსაფრთხოდაა.

ეუთო-ს ინფორმაციით, გატაცებულები არიან სავერიფიკაციო მისიის წევრები, რომელიც უკრაინის მთავრობის მოწვევით ვენის 2011 წლის დოკუმენტის შესაბამისად სამხედრო ნაწილების ინსპექტირებას ატარებს. ვენის დოკუმენტი, რომელიც შეიარაღებულ ძალების შესახებ ინფორმაციის გაცვლას ითვალისწინებს, ეუთო-ს წევრების მიერ არის მიღებული. თუმცა, მის ფარგლებში მოქმედ ჯგუფებს ეუთო-ს დამკვირვებლების სტატუსი არ გააჩნიათ.

უკრაინაში მყოფი ინსპექტორების მისიაში რვა ადამიანი შედის - ჩეხეთის, დანიის, პოლონეთისა და შვედეთის მოქალაქეები. ისინი დღეს შუადღეს ქალაქ სლავიანსკში პრორუსულმა შეარაღებულმა დაჯგუფებამ დააკავა.

 

კომენტარები