დავით ქევხიშვილი

უგულავა: ყვარელში ქართული ოცნება ერთმანეთს ესვრის კვერცხს

აუცილებელი განმარტება: ტელეკომპანია იმედის საინფორმაციოში გავრცელდა, რომ ნაციონალური მოძრაობა რაიმე ფორმით ჩართულია იმ ბაკქანალიაში, რაც ყვარელში ხდება. სინამდვილეში ოცნების გამგებელ ქევხიშვილს დაუპირისპირდა ოცნების მთავრობის, კერძოდ, ღარიბაშვილის ფავორიტი შსს მინისტრის პირველი მოადგილე გელა ზედელაშვილი. ყვარელში ოცნება ერთმანეთს ესვრის კვერცხს. ხოლო ადგილობრივი "შიხიაშვილები" პროპორციულად არიან გადანაწილებულნი ორივე ჯგუფში. ნაციონალური მოძრაობის ფრაქციას ქევხიშვილის არც არჩევაში მიუღია მინაწილეობა და არც გადარჩევაში აპირებს მიიღოს მონაწილეობა. ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის, რომ ავამუშაოთ ყვარელი და ეს სირცხვილი არჩევნებთან ერთად დავასრულოთ.

წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიგი უგულავა FACEBOOK-ის გვერდზე, ყვარლის გამგებლის დავით ქევხიშვილის დაკავებასთან და დაკავებამდელ ინციდენტთან დაკავშირებით.

კომენტარები