კრიზისი უკრაინაში

აშშ-მ რუსეთს, შესაძლოა, დამატებითი სანქციები დაუწესოს

telegraph.co.uk

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა.

ჯონ კერიმ სერგეი ლავროვი გააფრთხილა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების ესკალაციას არ შეწყვეტს, მის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები იქნება შემოღებული.

კერის განცხადებით, რუსეთის მხრიდან პოზიტიური ნიშნები არ ჩანს. მან მოუწოდა მოსკოვს უარი თქვას სამხედრო რიტორიკაზე, გააქტიუროს დიპლომატიური მცდელობები და შეიარაღებულ პირებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდოს.

კომენტარები