ანტიტერორისტულუი ოპერაცია

ავაკოვი: სლავიანსკში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო

სლავიანსკში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო, - ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვი Facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს. ავაკოვი აღნიშნავს, რომ ოპერაციას უკრაინის უშიშროების სამსახურის ანტიტერორისტული ცენტრი ხელმძღვანელობს. „ყველა ძალოვანი სტრუქტურა ჩართულია. ღმერთი თქვენსკენ!" - წერს ავაკოვი.

შეიარაღებულმა პირებმა ქალაქ სლავიანსკში მილიციის შენობა 12 აპრილს დილით დაიკავეს.

 

კომენტარები