თეორემა

რა საჭიროა ქორწინების კონსტიტუციური დეფინიცია

საქართველოს პრემიერ მინისტრმა საკონსტიტუციო ცვლილება დაანონსა, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციამ ოჯახი ქალის და კაცის ერთობად უნდა განმარტოს. მას შემდეგ, რაც მარტოხელა დედებმა და მამებმა თავები შეურაცხყოფილად იგრძნეს, გაირკვა, რომ პრემიერმა შეცდომა დაუშვა და ქორწინებას გულისხმობდა, რომელიც უკვე განსაზღვრულია, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში.

ღარიბაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილება ანტიდისკრიმინაციული კანონის გასანეიტრალებლად მოინდომა, რომლის მიღებასაც პრემიერის თქმით ევროპა ითხოვს იმისთვის რომ ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაცია მოხდეს. ბევრმა აქაც პუტინისტური იდეოლოგიის კვალი დაინახა - გარყვნილი ევროპის მოთხოვნებისგან თავი კონსტიტუციაში ოჯახის დეფინიციის ჩაწერით უნდა დავიცვათ. ნაციონალურმა მოძრაობამ პრემიერის ინიციატივას "კოლექტიური ჯაჭვლიანისთვის გადახდილი ხარკი" უწოდა.

რატომ ფიქრობს ხელისუფლება ისეთ არააქტუალურ თემებზე, როგორიცაა ქორწინების განსაზღვრა, ბუსუსებიან პრეზერვატივები და მუხრუჭიანი ურმები, ნაცვლად უმუშევრობასა და ეკონომიკაზე კონცენტრირებისა?

კომენტარები